ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი კიპერი ტიბო კურტუა ამბობს, რომ არ იცის, მომავალ სეზონში ითამაშებს თუ არა ლონდონურ გრანდში. ამის შესახებ ბელგიელმა მეკარემ მშობლიურ RTBF-ს განუცხადა.
“დავრჩები თუ არა “ჩელსიში”? – ვერ ვიტყვი კის და ვერც არას. სიმართლეა, რომ მეც არაფერი ვიცი. კონტრაქტი კიდევ სამი წელი მაკავშირებს “ჩელსისთან”. მიმდინარე სეზონმა შემცვალა. აქამდე ერთ ტიტულს ყოველთვის ვიგებდი, იმედია გაისად ყველაფერი შეიცვლება.” - ამბობს კურტუა.
შეგახსენებთ, ბოლო დროს კურტუას მიმართ მადრიდის “რეალის” მხრიდან დაინტერესებაზე საუბრობენ. 23 წლის კარის დარაჯი “ჩელსის” ღირსებას 2014-2015 წლის სეზონიდან მოყოლებული იცავს. მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 26 თამაში ჩაატარა.