ძიუდო

17:48 | 26.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

73 კილოგრამის ქართული პოდიუმი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე კიდევ სამი მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილი ჩემპიონი გახდა, ლაშა შავდათუაშვილმა და ფრიდონ გიგანმა კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ტატალაშვილმა ფინალის გზაზე კვიპროსელი ანდრეას კრასასი, უზბეკი მირალი შარიპოვი, ბრაზილიელი მარსელო კონტინი და საბერძნეთის ნაკრების წევრი გეორგიოს აზოიდისი ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი მონღოლ ოდბაიარ განბაატარს მოუგო და ოქროს მედალთან ერთად 300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.

შავდათუაშვილმა რეპეშაჟის ფინალში ბრაზილიელი მარსელო კონტინი დაამარცხა, ხოლო გიგანმა – საბერძნეთის ნაკრების წევრი გეორგიოს აზოიდისი.

დღეს 81 კილოგრამშიც გათამაშდება მედლები. ლევან გუგავა ფინალშია, სადაც რუსეთის ნაკრების წევრ ალან ხუბეცოვს შეხვდება. ზებედა რეხვიაშვილი კი რეპეშაჟის ფინალშია და მეტოქედ საბერძნეთის სახელით მოჭიდავე რომან მუსტოპულოსი ეყოლება.

0.280566