ფეხბურთი

16:59 | 26.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 19-წლამდელები ესპანეთთან ქულას გამორჩნენ

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ რაუნდის მეორე ტურში ესპანეთთან მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა. ესპანეთის ქალაქ კარტაიაში, “ესტადიო ლუის როდრიგეს სალვადორზე” გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე არდაზიშვილის გადაცემით ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა, ტაიმის მიწურულს კი ბორხა მაიორალმა გაათანაბრა. მეორე ტაიმმა უგულოდ ჩაიარა და ქართველებმა მიმდინარე ელიტ რაუნდში პირველი ქულა მოიპოვეს.

ამ დროისთვის ჯგუფს 4 ქულით ესპანელები ლიდერობენ, საქართველოს ნაკრები კი, რომელიც პირველ ტურში ინგლისთან 1:2 დამარცხდა, ისევ მესამე ადგილზე რჩება. ამავე ჯგუფში დღეს ინგლისელები უქულოდ მყოფ საბერძნეთის ნაკრებს ეთამაშებიან.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ რაუნდი. I ჯგუფი. II ტური

26 მარტი. კარტაია, “ესტადიო ლუის როდრიგეს სალვადორი"

ესპანეთი - საქართველო 1:1 (1:1)

ესპანეთი: სორიანო, ამო, მერე, კარისოლი, ონტივეროსი, მაიორალი, ალენა, ბუნუელი, რივერა, კანოსი (46, ლატო; 74, პოვედა), ოიარსაბალი (54, მონტიელი)

მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

საქართველო: გოშაძე, ჩაჩუა, არდაზიშვილი, ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, ართმელაძე (81, კიკნაძე), მამუჩაშვილი (65, ალთუნაშვილი), მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე, სამურკასოვი (76, ბერიძე)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (8), 1:1 მაიორალი (42)

გაფრთხილება: ალენა (32), მერე (64) - ართმელიძე (26), ჭიჭინაძე (45), მამუჩაშვილი (61)

მსაჯი: ფიოდორ ზამითი (მალტა)

1.

ესპანეთი

2

1

1

0

3:1

4

2.

ინგლისი

1

1

0

0

2:1

3

3.

საქართველო

2

0

1

1

2:3

1

4.

საბერძნეთი

1

0

0

1

0:2

0

ბოლო ტურში, 29 მარტს, ქართველები საბერძნეთს ეთამაშებიან, ესპანელები კი ინგლისელებს დაუპირისპირდებიან. ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც 11-24 ივლისს გერმანიაში გაიმართება.

0.199886