საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ხვალ ლისაბონში, თბილისის დროით 21 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას გამართავს.
ეს ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც ფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და საქართველო ხვდებიან. შარშანდელ ჩემპიონატში, რომელშიც ექვსი ერის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა, „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ მატჩის შემდგომი არეკნებით ჯერ ირლანდია, მერე იტალია დაამარცხეს და ფინალში მასპინძლებს მენტალურად გამოფიტულები შეხვდნენ. ბრძოლა მხოლოდ პირველი ტაიმი გაგრძელდა, რომლის შემდეგაც 0:12 ჩამოვრჩით, მაგრამ მერე ფრანგებმა გაილაღეს და არალოგიკური შედეგით, 57:0 იმარჯვეს.
წელს ევროპის ჩემპიონატზე თამაში მარცხისგან გაბუტულმა ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა, შოტლანდიამ და იტალიამ იუარა, შედეგად, საქართველომ მეოთხედფინალში რუმინეთი 49:10, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალია 29:10 დაამარცხა. თავის მხრივ, საფრანგეთმა ესპანეთს 56:14, ხოლო ბელგიას 62:3 სძლია და ახლა „ბორჯღალოსნებს“ რევანშის შანსი აქვთ.
წინა მატჩისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. შეიცვალა შუამარბების წყვილი და კოტე ხამაშურიძისა და თორნიკე ჯალაღონიას ნაცვლად, თამაშს ლუკა მარგიანი და სანდრო სვანიძე იწყებენ, ანუ ის წყვილი, რომელმაც მეოთხედფინალში რუმინეთთან ითამაშა.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთის წინააღმდეგ:
უკანა ხაზი (ბექები): 15. ბექა მამუკაშვილი, 14. გიორგი ნარიმანიძე, 13. სანდრო სვანიძე, 12.
ლუკა მარგიანი, 11. ივანე კალანდაძე, 10. გელა აფრასიძე, 9. ელგუჯა კიკვაძე;
შერკინება (ფორვარდები): 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ჯაბა შათირიშვილი, 4. ბექა საღინაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.
მარქაფა (რეზერვი): 16. გიორგი ნუცუბიძე, 17. ლევან პაპიძე, 18. ლუკა აზარიაშვილი, 19. გიგა გრიგალაშვილი, 20. ალექსანდრე კალმახელიძე, 21. იოსებ ხეთაშვილი, 22. გიორგი წიკლაური, 23. კოტე ხამაშურიძე, 24. თორნიკე ჯალაღონია, 25. საბა ხურცილავა.