ფეხბურთი

21:05 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტემ შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს

“ბილბაოს” ცენტრალურმა მცველმა აიმერიკ ლაპორტემ, შესაძლოა სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს.

21 წლის ფეხბურთელმა სერიოზული დაზიანება გუშინ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მიიღო (საფრანგეთმა შინ შოტლანდიას ორი უპასუხო ბურთი გაუტანა). ბასკმა მცველმა შეხვედრა ძირითადში დაიწყო, თუმცა 59-ე წუთზე სერიოზული ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გასაყვანი შეიქნა.

როგორც ცნობილი გახდა, აიმერიკს მარჯვენა ფეხის ტერფი სერიოზულად აქვს დაზიანებული და შესაძლოა, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს.

ლაპორტემ მიმდინარე სეზონში “ბილბაოს” მაისური 45-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.153608