2016 წლის ოლიმპიადაზე არგენტინის საკალათბურთო ნაკრების რიგებში 38 წლის ვეტერანი მანუ ჯინობილი ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას არგენტინის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური “ტვიტერის” გვერდი ავრცელებს.
მანუ ჯინობილმა არგენტინის ნაკრებთან ერთად 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი.
2016 წლის რიოს ოლიმპიადა 6 აგვისტოს დაიწყება და ამავე თვის 21 რიცხვში დასრულდება.