ფეხბურთი

14:41 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ამსტერდამ არენა” იოჰან კრუიფის სახელობის გახდება

ამსტერდამის “აიაქსის” საშინაო არენა სახელს შეიცვლის. როგორც Voetbal International-ი იტყობინება, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და ამსტერდამული კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელის იოჰან კრუიფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სტადიონისთვის მისი სახელის მინიჭების ინიციატივა ქალაქის მერიაში განიხილეს და შეთანხმებასაც მიაღწიეს. ახლა მხოლოდ “აიაქსის” აქციონერთა ოფიციალურ დასტურს ელიან და “ამსტერდამ არენა” კრუიფის სახელობის გახდება.

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი იოჰან კრუიფი გუშინ, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ერთი წლის განმავლობაში ებრძოდა ფილტვის კიბოს.

0.116008