ფეხბურთი

14:04 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ქანდაკებას ადგილს უცვლიან

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” შემტევის კრიშტიანუ რონალდუს ქანდაკებას ქუჩიდან ფეხბურთელის მუზეუმში გადაიტანენ. ამის შესახებ Globо იტყობინება.

პორტუგალიელი ვარსკვლავის მონუმენტი კუნძულ მადეირაზე, რონალდუს მშობლიურ ქალაქ ფუშალში 2014 წელს გახსნეს. ქანდაკების სიმაღლე სამ მეტრს აღემატება და 800 კილოგრამს იწონის. მიმდინარე წლის იანვარში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ, რონალდუს სულპტურაზე დაუდგენელმა პირებმა წითელი საღებავით “ბარსელონას” ფორვარდის ლიონელ მესის სახელი დაწერეს.

0.135346