ფრანგული პსჟ “ლივერპულის” 26 წლის შემტევ დანიელ სტარიჯში 45 მილიონ ფუნტს იხდის, აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ზაფხულში პარიზულ კლუბს ედისონ კავანი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი კლუბს დატოვებენ, ხოლო სტარიჯი მათ შემცვლელად მოიაზრება.
სტარიჯი “ლივერპულის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს, სადაც 62 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა.