აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს ბოლო ქართველი ჩოგბურთელიც გამოეთიშა. გიორგი ცივაძე მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილ რუს ევგენი ელისტრატოვს დაუპირისპირდა და 6:7 (5:7), 6:2, 4:6 დამარცხდა.
ასპარეზობა დაასრულა სოფო ქვაცაბაიამაც, რომელიც ბრაზილიურ საო ჟოსე დო რიო პრეტოში ასევე 10-ათასიან ტურნირში თამაშობდა.
წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში ქვაცაბაიამ და ბრაზილიელმა პიგოსიმ კოლუმბიელ ჰერაზო გონზალეზთან და ბოლივიელ ზებალოსთან 2:6, 3:6 წააგეს.