ფეხბურთი

0:13 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივის” ჭაბუკებმა იაპონელებს 3:2 სძლიეს და ჯგუფიდან გავიდნენ

ესპანეთში მიმდინარე საერთაშორისო 40-გუნდიან ტურნირზე თბილისის “ლოკომოტივის” ჭაბუკთა გუნდმა (მწვრთნელი – გიორგი დევდარიანი) ჯგუფში მესამე, ბოლო მატჩი ჩაატარა და 3:2 მოუგო იაპონურ “საკუიოს”. ქართველები ჯგუფიდან საუკეთესო მაინც გავიდნენ. 10 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გავიდა და მათ შორის, “ლოკომოტივიც”.

იაპონელების კარში ორი გოლი გაიტანა თემურ გაბუნიამ, ხოლო ერთი ბურთი ლაშა ოზბეთელაშვილმა მიითვალა.

ტურნირი 27 მარტს დასრულდება. ამ წუთისთვის უცნობია, თუ ვის შეხვდება ხვალ “ლოკომოტივი”.

0.12716