კალათბურთი

19:37 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსის 7000 მოხსნა

“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა “მილოუკთან” (113:104) მოგებულ მატჩში გუნდს 26 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა შესძინა. “მეფემ” მოხსნებში 7000-ს გადააჭარბა და სულ კარიერაში 7004 მოხსნა დაუგროვდა, რითაც ნბა-ში 103-ე ადგილს იკავებს.

მოქმედ კალათბურთელებიდან ამ მაჩვენებლით ლებრონს რამდენიმე უსწრებს, კობი ბრაიანტი - 7018, ალ ჯეფერსონი – 7190, პოლ პირსი - 7457, კრის ბოში 9949, დირკ ნოვიცკი - 10 477, კევინ გარნეტი – 14 662, ტიმ დანკანი 15 033.

ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მეფარე უილტ ჩემბერლენია – 23 924 მოხსნა.

0.119055