ფეხბურთი

18:36 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივის” ჭაბუკთა გუნდი ესპანეთში: ჯერ ერთი ქულით

თბილისის “ლოკომოტივის” ჭაბუკთა გუნდი (მწვრთნელი – გიორგი დევდარიანი) ესპანეთის ქალაქ კოსტა-ბრავაში საერთაშორისო ტურნირზე თამაშობს. 40-გუნდიან პრესტიჟულ ტურნირზე ქართველებმა ჯგუფში ორი შეხვედრა ჩაატარეს ესპანურ გუნდებთან: გუშინ საღამოს “ფუნდ პრივადასთან” 0:1 წააგეს, დღეს კი “ლიაგოსტერასთან” 2:2 დაასრულეს. თბილისელებს ჯგუფიდან გასვლის მცირე შანსი დარჩათ.

“ლიაგოსტერასთან” მატჩში “ლოკომოტივი” ჯერ იგებდა, შემდეგ ორი გოლი გაუშვა და თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაათანაბრა. ორივე გოლი მუზაშვილმა გაიტანა. ისიც აღსანიშნავია, რომ ესპანელებს ქართველებზე უფროსი ფეხბურთელები ჰყავდათ – 19-წლამდელთა გუნდი იყო, ჩვენების დიდ უმრავლესობას კი 1999 წელს დაბადებულები შეადგენენ.

დღესვე, “ლოკომოტივი” ჯგუფის ბოლო შეხვედრას გამართავს იაპონურ ”საკუიოსთან”.

0.140493