ფეხბურთი

17:10 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიდი დანაკლისი: გარდაიცვალა იოჰან კრუიფი

იოჰან კრუიფი გარდაიცვალა... დღეს ბარსელონაში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა 68 წლის ჰოლანდიელი ლეგენდა. ის ერთი წლის განმავლობაში ებრძოდა ფილტვის კიბოს.

იოჰან კრუიფმა ეპოქა შექმნა მსოფლიო ფეხბურთში, სწორედ ის იყო ტოტალური ფეხბურთის აღმავლობის მოთავე და ჰოლანდიის გენიალური ნაკრების სული და გული. “მფრინავი ჰოლანდიელი” ევროპის ოქროს ბურთის სამგზის მფლობელი გახლდათ – 1971, 1973 და 1974 წლებში. პირველმა მოახერხა ამ ტიტულის სამჯერ მოპოვება.

მისი თამაშის ელეგანტურ მანერას აღტაცებამდე მიჰყავდა მილიონობით გულშემატკივარი. და როგორც მწვრთნელი? სწორედ მან შექმნა “ბარსელონაში” ის სათამაშო სტილი, რომლითაც კატალონიელები დღესაც კი უძლიერესნი არიან. სწორედ კრუიფის ხელში, “ბარსამ” პირველად მოახერხა ჩემპიონთა თასის მოგება.

რა თქმა უნდა, “მფრინავ ჰოლანდიელზე” მოგვიანებითაც დავწერთ. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო ფეხბურთისთვის – იოჰან კრუიფი ფეხბურთის ყველაფერი იყო...

0.159424