ჩოგბურთი

13:22 | 24.03.2016 | ნანახია 1482 - ჯერ

ბასილაშვილი მერვედფინალში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინურ შენჟენში მიმდინარე ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) მერვედფინალში გამოეთიშა.

მე-6 ნომრად განთესილი ბასილაშვილი გერმანიის სახელით მოთამაშე პეტერ გოიოვჩიკს გადაეყარა და 3:6, 4:6 დამარცხდა.

სავარაუდოა, რომ ქართველი ჩოგბურთელის წარუმატებლობაზე ზეგავლენა გადაღლილობამაც იქონია. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ნიკამ გუანჟოუს 50-ათასიანი ჩელენჯერი მოიგო და ძირითადად, სამსეტიანი მატჩების თამაში მოუხდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:44 | 24.03.2016
twister20 (65)

ამაზე ყომარისტი მეორე არ არსებობს ) როგორც კი დაინახავს რო მეტოქეს მასზე დიდი კუში აქვს ვსო წასულია ეგ თამაში ხელიდან და როცა ხედავს რო მეტოქეს პატარა კუში აქვს და ხერი არაა მაშინ კი იპუტავს ყველაფერს. რაგადაღლილობა როცა უნდა კი იგებს შარშან 2 ტურნირი ზედიზედ მოიგო მესამეშიც შორს გააღწია თან შედარებაც არ შეიძლება ახლანდელი და მაშინდელი მეტოქეების. უბრალოდ ადგა და წააგო მაშინ როდესაც ეს ყველაზე ნაკლებ სავარაუდო იყო და არა წინა მატჩში სადაც ფსონების 78% სკუგორზე მოდიოდა

17:19 | 24.03.2016
juansher (788)

მაშ, ყომარბაზია ჩვენი ნიკო? ლაბაძე რომ მაზაობდა ეგ ცნობილი ამბავია.

0.136288