ფეხბურთი

10:56 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

The Telegraph: ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთა რაოდენობა შესაძლოა განახევრდეს

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია (UEFA) ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ძირეული ცვლილების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს 16 გუნდამდე, რომლებიც 8-8 გუნდიან ორ ჯგუფში გადანაწილდებიან. პლეი ოფი 1/4-ფინალიდან დაიწყება. საკვალიფიკაციო ტურნირს კი კიდევ ერთი ეტაპი დაემატება.

როგორც ირკვევა, ასეთი ინიციატივა მოდის ესპანეთის, გერმანიისა და იტალიის ტოპ კლუბებისგან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩემპიონთა ლიგა ფინანსური მაჩვენებლებით და სანახაობრივად ინგლისის პრემიერლიგას ჩამორჩება.

თუკი უეფა ამ ფორმატს დაამტკიცებს, ეს იქნება გარდამავალი პერიოდი ევროპის სუპერლიგის შექმნის წინ. The Telegraph-ისვე ცნობით, იდეა განხილვის პროცესშია და ცვლილებები 2018-2019 წლების სეზონამდე არ განხორციელდება.

0.116309