სხვა

1:00 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

თამარ ბარბარიანმა ბულგარეთში მესამე ადგილი დაიკავა

22 მარტს ბულგარეთის სამთო კურორტ ბანსკოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით შეჯიბრება ჩატარდა ბავშვთა შორის სამთო-სათხილამურო სპორტში.

შეჯიბრებაში შვიდი ქვეყნის 108 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ბავშვთა ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს.

2000-2001 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის გიგანტურ სლალომში თამარ ბარბარიანმა მესამე ადგილი დაიკავა, ეკატერინე გოცირიძე კი მეხუთეზე გავიდა.

შეჯიბრება ბულგარელმა გერგანა ზადნეპროვსკამ მოიგო. ამავე ასაკის ვაჟთა შორის დავით ნაზღაიძემ მეექვსე ადგილი დაიკავა, ლაშა კურტანიძე კი სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშა.

www.gsf.ge

0.118292