გუანჟოუში 50-ათასიანი ჩელენჯერის მოგების შემდეგ, საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინურსავე შენჟენში გადაინაცვლა და აწ უკვე 75-ათასიან ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.
SHENZHEN - PINGSHAN GEMDALE CHALLENGER-ის საწყის წრეში მე-6 ნომრად განთესილი ბასილაშვილი ხორვატ ფრანკო სკუგორს დაუპირისპირდა და მეტოქეს, რომელსაც გასულ კვირასაც მოუგო, ამჯერადაც სძლია – 2:6, 6:1, 6:4.
ქართველმა ჩოგბურთელმა კიდევ 8 სარეიტინგო ქულა შეიმატა, მერვედფინალში კი გერმანიის სახელით მოთამაშე პეტერ გოიოვჩიკს გაეჯიბრება, რომელმაც “უაილდ ქარდით” მოთამაშე ჩინელი ქსი ქი იოლად – 6:0, 6:4 დაამარცხა.