იტალიის ეროვნულ ნაკრებს ესპანეთთან და გერმანიასთან მატჩებში 10 ნომერი არ ეყოლება. ანტონიო კონტემ ხსენებულ სპარინგებში 28 ფეხბურთელს უხმო, თუმცა მათ შორის 10 ნომრის მომრგები არავინ აღმოჩნდა. ასეთი რამ კი “სკუადრა აძურას” ისტორიაში აქამდე არ მომხდარა.
არადა, დრო იყო იტალიელთა მთავარ გუნდში ხსენებულ პრესტიჟულ ნომერზე პრეტენზიას ბევრი აცხადებდა. თუნდაც ბოლო პერიოდის გახსენება რად ღირს – რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერო და ფრანჩესკო ტოტი...
თუმცა, ფაქტია, იტალიას ზემოხსენებული ფეხბურთელების კალიბრის “ტრეკვარტისტები” აღარ ჰყავს და ვინ იცის, ეყოლება კი საერთოდ ახლო მომავალში?..