ფეხბურთი

16:57 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხედირა დასაჯეს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი სამი ხედირა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. გერმანელი ნახევარმცველი სერია A-ს ბოლო ტურში “ტორინოსთან” მატჩის 87-ე წუთზე მსაჯთან შელაპარაკების გამო გააძევეს. ხედირამ შეხვედრის მთავარ არბიტრ ნიკოლა რიცოლის გადაწყვეტილება დაუწუნა და გაბრაზებულმა მიმართა: "მაგრამ ეს სულულურია, სულელური”.

სამი “იუვეს” “ემპოლისთან” და “მილანთან” მატჩებში ვერ დაეხმარება. მან მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 17 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მათ შორის ერთი, სწორედ “ტორინოს” კარში.

0.139773