ფეხბურთი

15:30 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის XXX ტურის სიმბოლური

ესპანეთის ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა XXX ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. აღნიშნულ თერთმეტეულში ყველაზე მეტი, 6 წარმომადგენელი მადრიდის “რეალს” ჰყავს, რომელმაც გასულ უიქ-ენდზე “სევილიას” 4:0 მოუგო.

“ბარსელონას” წევრ კი მხოლოდ ერთს შეხვდებით – ნეიმარს.

30-ე ტურის სიმბოლური შემდეგნაირია:

მეკარე: კეილორ ნავასი (“რეალი”)

მცველები: უგო მალო (“სელტა”), დანილო (“რეალი”), ემილიანო ველასკესი (“ხეტაფე”), მარსელო (“რეალი”)

ნახევარმცველები: ფაბიან ორელანა (“სელტა”), ტონი კროოსი (“რეალი”), იგნასიო კამაჩო (“მალაგა”)

თავდამსხმელები: გარეთ ბეილი (“რეალი”), კარიმ ბენზემა (“რეალი”), ნეიმარი (“ბარსელონა”)

0.111982