რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ ის “მაიამის” მასტერსზე სათამაშოდ მზადაა.
“ინდიან-უელსში” ყველაფერი კარგად იყო. მე ვითამაშე მაღად დონეზე, ძალიან ძლიერ მოტოქესთან დავმარცხდი. ახლა “მაიამის” მასტერსზე სათამაშოდ მზად ვარ და იმავე სულისკვეთებით გავაგრძელებ ბრძოლას, როგორც “ინდიან-უელსში” ვიყავი”- განაცხადა რაფაელ ნადალმა.
“მაიამის” მასტერსის ძირითადი ბადე დღეს დაიწყება, რაფა ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება, სადაც დამი ჯუმჰურსა და ლეონარდო მაიერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.