კალათბურთი

11:39 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

უესტბურკის მე-15 სამმაგი დუბლი, ბრაიანტის 20 ქულა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“ოკლაჰომამ” შინ “ჰიუსტონი” 111:107 დაამარცხა. რასელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში მე-15 სამმაგი დუბლი შეასრულა (21 ქულა, 15 პასი, 13 მოხსნა). მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა ჯეიმს ჰარდენის სანგარიშზეა, რომელმაც თავის მონაგარს 16 პასიც შემატა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე “ოკლაჰომა 109:107 იგებდა, რა დროსაც ჯეიმს ჰარდენმა ჰოვარდს ფარქვეშ პასი გაუკეთა, თუმცა ოკლაჰომელებმა “ბაბუაწვერას” ჩანაფიქრს მიუხვდნენ და მიმდინარე სეზონში 49-ე შეხვედრა მოიგეს.

“ლეიკერსმა” “მემფისს” შინ 107:100 აჯობა. ლოს ანჯელესელები მესამე პერიოდის ბოლოს დაწინაურდნენ და შეხვედრის ბოლომდე ანგარში მათ სასარგებლოდ იყო. ლეგენდარულმა კობი ბრაიანტმა გუნდს 20 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ერთი პასი შესძინა. “მემფისში” ტონი ალენი 27 ქულით და 5 პასით გამოირჩა.

“ოკლაჰომა” – “ჰიუსტონი” 111:107 (28:27, 27:29, 23:21, 33:30)

https://www.youtube.com/watch?v=sGMgAN1Du4k

“ნიუ ორლეანი” – “მაიამი” 99:113 (21:35, 19:24, 33:27, 26:17)

https://www.youtube.com/watch?v=BvVkHAFCoug

“ბრუკლინი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 100:105 (14:25, 22:21, 28:21, 36:38)

https://www.youtube.com/watch?v=sv0ONABtGgE

“ლეიკერსი” – “მემფისი” 107:100 (25:25, 23:22, 33:31, 26:22)

https://www.youtube.com/watch?v=0EFdjeyUKB0

თეგებინბა
0.126994