ფეხბურთი

10:46 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016-ის რამდენიმე მატჩი შესაძლოა მაყურებლების გარეშე ჩატარდეს

საფრანგეთში გასამართი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი შესაძლოა მაყურებლების გარეშე ჩატარდეს. აღნიშნული განცხადება უეფას ვიცე-პრეზიდენტმა ჯანკარლო აბეტემ გააკეთა. ევროპირველობა სტარტს 10 ივნისს აიღებს და 10 ივლისს დასრულდება. ფინალი პარიზში "სტად დე ფრანსიზე" გაიმართება.

"ევროპის ჩემპიონატზე დაცვის სისტემა პრიორიტეტული იქნება. რა თქმა უნდა, მატჩები ჩატარდება, თუმცა რამდენიმე შეხვედრაზე არსებობს რისკი და პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა მაყურებლებს მოედანზე შესვლის უფლება არ მივცეთ." - ციტირებს Gazzetta dello Sport-ი იტალიელის სიტყვებს.

აღნიშნული კომენტარი უეფას მაღალჩინოსანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიუსელში სამი აფეთქება განხორციელდა. ბოლო ცნობით, დაღუპულია 34 ადამიანი, ხოლო 250-მდე - დაჭრილია.

0.0875