საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის მოსამზადებელი ეტაპი 22 მარტს დაიწყო. ეროვნული ნაკრები სასტუმრო “ჰუალინგში“ იცხოვრებს, საწვრთნელი პროცესი კი თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანზე ჩატარდება.
ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ორჯერად ვარჯიშებს გამართავს. სლოვაკი სპეციალისტის დებიუტი საქართველის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 29 მარტს, „დინამო არენაზე“ ყახაზეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგება.
ამ ეტაპისთვის ეროვნულ ნაკრებში 20 ფეხბურთელია გამოძახებული. კიდევ რამდენიმე მოთამაშეს კი, მთავარი მწვრთნელი 23 მარტს, საქართველოსა და სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ დაასახელებს.
მეკარეები: გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“ რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ტორპედო“ ქუთაისი).
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი („დინამო თბილისი), უჩა ლობჟანიძე („დინამო თბილისი“), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („სკა-ენერგია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე („დნიპრო“, უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ესქიშეჰირსფორი“, თურქეთი), ნიკა ძალამიძე („რიზესფორი“, თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია („დუისბურგი“, გერმანია).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ქვილითაია („დინამო თბილისი).
საქართველოსა და ყაზახეთის მატჩზე მედია აკრედიტაციის მიღების მსურველმა ჟურნალისტებმა წერილობითი მოთხოვნა ელექტრონულ ფოსტაზე media@gff.ge 27 მარტამდე უნდა გამოგზავნონ. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ყაზახეთს შორის 29 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება.
www.gff.ge