ძიუდო

23:18 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტი ალექსანდრე მსხალაძე “თავისუფალ დემოკრატებს” შეუერთდა

პარტია "თავისუფალ დემოკრატებს" კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალმა დემოკრატებმა" აცნობეს, პარტიის რიგებს ძიუდოისტი ალექსანდრე მსხალაძე შეუერთდა.

მსხალაძე საზოგადოებას დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას "თავისუფალი დემოკრატების" მანდატი გადასცა.

"ის არის ერთ-ერთი წამყვანი ძიუდოისტი, არის საქართველოს ღირსეული ელჩი სპორტულ სამყაროში. მეამაყება, რომ სანდრო დღეიდან "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი იქნება ქარელის რაიონში. დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე ქარელი იქნება ერთ-ერთი რაიონი, სადაც ჩვენი პარტია გაიმარჯვებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდეს, კიდევ უფრო წინ წავიდეს. ჩემი ენერგია მიმართული იქნება იქითკენ, რომ გუნდი კიდევ უფრო წარმატებული იყოს", - განაცხადა ალექსანდრე მსხალაძემ.

www.interpressnews.ge

0.069003