“დალას მავერიქსის” ფორვარდი ჩენდლერ პარსონსი, დიდი ალბათობით, მარჯვენა მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს და 2015-16 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ამ ინფორმაციას ESPN.ცომ ავრცელებს.
ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელმა მუხლში ტკივილი გასულ პარასკევს, “გოლდენ სტეიტ უორიორსთან” მატჩში იგრძნო და თამაშის დასრულება ვერ მოახერხა.
ორშაბათს მაგნიტო-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ამერიკელ კალათბურთელს მენისკი ჰქონდა გაწყვეტილი. ახლა, ის ექიმებთან დამატებით კონსულტაციას გაივლის და ოპერაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული.
საინტერესოა, რომ პარსონსმა გასული სეზონის ჩამთავრებაც იდენტური ტრავმის გამო ვერ მოახერხა, თუმცა, ამჯერად, მისი პრობლემა გაცილებით მსუბუქია და ჩენდლერი 2016-17 წლების სეზონისთვის სრულფასოვან მომზადებას შესძლებს.
მიმდინარე სეზონში პარსონსის საშუალო მონაგარი 13.7 ქულა, 4.7 მოხსნა და 2.8 პასია.