კალათბურთი

19:44 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

დანკანი ნათამაშები წუთებით მეათეა

“სან ანტონიო სპურსის” ლეგენდამ ტიმ დანკანმა “შარლოტ ჰორნეტსთან” შეხვედრაში 30 წუთი ითამაშა და სულ ნბა-ს რეგულარულ სეზონებში 47 147 ნათამაშები წუთი დაუგროვდა, რაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მეათე შედეგია. ამ მაჩვენებლით ტიმმა გარიფეიტონს გადააასწრო, რომელსაც 47 117 წუთი აქვს ნათამაშები. დანკანის მორიგი სამიზნე რეჯი მილერის მიღწევაა (47 619 წუთი).

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში ყველაზე მეტი დრო ქარიმ აბდულ-ჯაბარს აქვს ნათამაშები – 57 446 წუთი.

0.122438