ლონდონის “არსენალის” მეკარე პიოტრ ჩეხი ჩეხეთის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოცდილმა მეკარემ აღნიშნულ ნომინაციაში მერვედ იმარჯვა.
მეორე ადგილი “სპარტას” შემტევმა დავიდ ლაფატამ დაიმსახურა, ხოლო მესამეზე ბერლინის “ჰერტას” ნახევარმცველი ვლადიმირ დარიდა გავიდა.
წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება ნაკრების თავკაცს პაველ ვრბას ერგო, რომელმაც ჩეხეთი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე გაიყვანა.