კალათბურთი

13:37 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დურანტი და ლოური აღიარეს

ნბა-ს წინა კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში კაილ ლოური და დასავლეთში კევინ დურანტი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“ტორონტომ” გასულ კვირას ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო, ლოური კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27.2 ქულას, 6.8 პასს, 6.4 მოხსნა და 2.2 ჩაჭრას აკეთებდა. ოკლაჰომამ 4-დან ოთხი შეხვედრა მოიგო. დურანტი საშუალოდ 26.8 ქულას, 9.5 მოხსნა და 7.5 პასს აკეთებდა.

0.129374