ფეხბურთი

10:48 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “ზურგი გაქციე, მტრებისგან გიცავ და როცა გღალატობ ტკივილს ვგრძნობ”

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა სოციალურ ქსელში თავის ოფიციალურ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები კარს მიუძღვნა. აი, რას წერს, 38 წლის კიპერი:

“12 წლის ვიყავი, როდესაც შენთან ზურგით დავდექი და ყველაფერი დავივიწყე, შენს უსაფრთხო მომავალზე რომ მეზრუნა. გულისა და ინსტიქტის არჩევანი. სწორედ იმ დღიდან შემიყვარდი, შენს უსაფრთხოებაზე ფიქრი დავიწყე და შენივე დაცვის პირველი და უკანასკნელი ინსტრუმენტი გავხდი.

საკუთარ თავს დავპირდი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ შემოგხედო და როცა ეს ხდება, დამწუხრებული ვარ, ტკივილს განვიცდი. ტკივილს, იმის გამო, რომ დაგაღალატე. და მაინც, ჩვენ ყოველთვის ვიყავით განსხვავებულები, როგორც მზე და მთვარე, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ.

25 წელზე მეტია, რაც ჩემი არჩევანი გავაკეთე, შენი ფარი გავხდი, რომელიც მტრებისგან გიცავს.

12 წლის ვიყავი, როდესაცზურგი გაქციე და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ჩემი ფეხები, თავი და გული საშუალებას მომცემს”, - წერს ბუფონი.

ჯიჯიმ აღნიშნული წერილი მას შემდგომ გამოაქვეყნა, რაც იტალიის ჩემპიონატში სებასტიანო როსის მშრალი სერია დაამხო. ეს, ბუფონმა “ტორინოსთან” მატჩში გააკეთა. მისი რეკორდი კი ზედიზედ 973 წუთის განმავლობაში მშრალად შენახულ კარს შეადგენს.

0.128892