ფეხბურთი

10:20 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუგანი იტალიის ნაკრებში დააწინაურეს

ტურინის “იუვენტუსის” 21 წლის მცველი დანიელე რუგანი იტალიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. როგორც, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია გვამცნობს, ნიჭიერ მცველი “სკუადრა აძურაში” ტრავმირებულ თანაგუნდელ ანდრეა ბარძალის შეცვლის, რომელმაც კოვერჩანოს შეკრება უკვე დატოვა.

რუგანი იტალიელთა მთავარი გუნდში მიწვეული აქამდეც ყოფილა, თუმცა ჯერ დებიუტი არ ჰქონია. საერთოდ, დანიელეზე იტალიაში დიდი იმედი მყარდება და მართალია, სეზონის დასაწყისში “იუვეში” სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონდა, მაგრამ ბოლო დროს მასიმილიანო ალეგრიმ სათამაშო დრო გაუზარდა. რაც შეეხება ბარძალის, მას კუნთზე პრობლემები შეექმნა და ჯერჯერობით უცნობია თუ რა პერიოდი იუქმებს.

იტალიის ნაკრები 24 და 29 მარტს, ამხანაგურად შესაბამისად, ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებებს გაეჯიბრება.

0.123031