ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker–მა ბუნდესლიგის 27-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე ბერლინის “ჰერტადან” მოხვდა, რომელმაც შაბათს საკუთარ მოედანზე “ინგოლშტადტი” დაამარცხა (2:1).
ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: რალფ ფერმანი (“შალკე”);
მცველები: მარვინ პლატენჰარდტი (“ჰერტა”), ფრედერიკ სორენსენი (“კიოლნი”), იანიკ ვესტერგაარდი (“ვერდერი”);
ნახევარმცველები: პერ შკელბრედი (“ჰერტა”), იულიან ბრანდტი (“ლევერკუზენი”), გენკი ჰარაგუჩი (“ჰერტა”), გონსალო კასტრო (“დორტმუნდი”), კევინ ვოლანდი (“ჰოფენჰაიმი”);
თავდამსხმელები: ანდრე კრამარიჩი (“ჰოფენჰაიმი”), ადრიან რამოსი (“დორტმუნდი”).