24-26 მარტს ქუთაისში საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა პირად-გუნდური პირველობა გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას 15 წლამდე სპორტსმენები მიიღებენ.
სულ, ქუთაისში 11 რეგიონი-მონაწილე ჩავა: თბილისი, საჩხერე, ხაშური, ჭიათურა, ქუთაისი, ზუგდიდი, დუშეთი, ჩაქვი, ხელვაჩაური I, ხელვაჩაური II, ხულო.
ჩემპიონატს 90 მონაწილე ეყოლება.
წონები – 34, 38, 42, 46, 50, 56, 62, 69, 77, 85, +85 კგ.
ჩემპიონატი ამ ასაკში მეოთხედ ტარდება. აწონვა 10:00 საათზეა დაგეგმილი, უშუალოდ შეჯიბრი კი 12:00 საათზე დაიწყება. ისიც ვთქვათ, რომ შარშან ტურნირს თბილისმა უმასპინძლა.