ფეხბურთი

20:55 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ტონიმ სერია A-ს დონის არ ვართო...

იტალიის სერია A-ს ბინადარ “ვერონას” კაპიტანმა” ლუკა ტონიმ თავისი გუნდის შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ მისი თანაგუნდელები იტალიის ჩემპიონატის დონეს არ შეესაბამებიან.

“საშინლად ვთამაშობთ, სერია B-ში გავარდნა დავიმსახურეთ. “ვერონას” ფეხბურთელები სერია A-ს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. მათ შორის ალბათ, მეც. წინა წლებთან შედარებით ვერ ვთამაშობ.

სეზონის დასაწაყისიდან ბოლო ადგილზე ვართ. შეგვეძლი სახლში მოგება, მაგრამ შანსი ისევ ხელიდან გავუშვით. ისევე, როგორც მანამდე “სამპდორიასთან” შეხვედრაში, რომელიც ვერ ბრწყინავს. ტიფოზების მესმის, რადგან ცუდად თამაშის პერიოდშიც ტაშს გვიკრავდნენ”, - თქვა ტონიმ.

მართლაც, “ვერონა” მიმდინარე სეზონში კატასტროფულად ცუდად ასპარეზობს და XXX ტურის შემდეგ 19 ქულით ბოლო ადგილზეა. რაც შეეხება თვითონ ტონის, მის ანგარიშზე 19 მატჩში 5 გატანილი გოლია.

არადა, წინა ორი სეზონი “ვერონას” გაცილებით კარგი ჰქონდა და ერთხელ ევროპა ლიგაზე გასასვლელად ერთი ქულაც დააკლდა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა კი 2013-2015 წლებში გუნდის მაისურით 72 შეხვედრაში 42 გოლი შეაგდო.

0.117579