ფეხბურთი

13:16 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი – რეკორდებს ასაკი არ აქვს

ჯანლუიჯი ბუფონმა მორიგი რეკორდი რომ დაამყარა, გუშინაც ვწერდით. ჯიჯიმ გოლი მიჯრით 974 წუთის განმავლობაში არაფრით გაუშვა. მან სებასტიანო როსის რეკორდი მოხსნა, არადა, “მილანის” ყოფილი კიპერის მიღწევა ხელშეუხებელი 8 057 დღის განმავლობაში იყო...

ჯიჯიმ მშრალად 10 თამაში ჩაატარა და ხსენებულ შეხვედრებში სეივი 22-ჯერ შეასრულა.

ახლა, ბუფონი სამშობლოში ლიდერია და ძნელად სავარაუდოა, უახლოეს მომავალში მისი შედეგი ვინმემ გააუმჯობესოს.

რაც შეეხება ტოპ 5 ჩემპიონატის (პრემიერლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, ლიგა 1, სერია A) შედეგებს, პირველ პოზიციაზე ედვინ ვან დერ სარია. ჰოლანდიელმა 2008-2009 წლების სეზონში გოლი 1311 წუთის განმავლობაში არ გაუშვია.

ბუფონი მეხუთე ადგილზეა. აქვე, ხუთეული...

რაც შეეხება აბსოლუტურ რეკორდს, ბელგიის ჩემპიონატშია დამყარებული – “ბრიუგეს” კარის დარაჯმა დანი ვერლინდენმა 1990 წლის 3 მარტიდან 26 სექტემბრამდე კარი მშრალად შეინახა, 1390 წუთის განმავლობაში.

დავუბრუნდეთ ბუფონს და “იუვენტუსს”: მიმდინარე სეზონში “ბებერმა ქალბატონმა” თავისი კაპიტნის დამსახურებით კარი მშრალად 17 თამაშში შეინახა. ამ მაჩვენებლით “იუვეს” და ჯიჯის მხოლოდ მადრიდის “ატლეტიკო” და იან ობლაკი სჯაბნიან – 19 მატჩი. ჰო, ჯიჯის კიდევ ერთი საინტერესო რეკორდი ეკუთვნის; სერია A-ში 257 თამაში აქვს ჩატარებული, ისე რომ გოლი არ გაუშვია...

0.117441