ჩოგბურთი

12:59 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა “ინდიან-უელსის” მასტერსი მეხუთეჯერ მოიგო

“ინდიან-უელსის” მასტერსის ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მილოშ რაონიჩი 6:2, 6:0 გაანადგურა. “ინდიან-უელსის” მასტერსი ნოვაკის გამარჯვებით მეხუთეჯერ დასრულდა (2008, 2011, 2014, 2015, 2016).

შეხვედრა საათსა და 19 წუთს გაგრძელდა. ფინალში ბრძოლა არ შედგა, ნოვაკმა მოულოდნელად იოლი გამარჯვბა იზეიმა. სერბმა 2 ეისი ჩააწოდა, ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბალკანელმა 11 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო მილოშს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია.

ურთიერთშეხვედრებში ნოლე კანადელს 6:0 უგებს. ჯოკოვიჩმა ტურნირის მოგებით 1 028 300 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მილოშმა - 501 815.

0.131531