ფეხბურთი

3:05 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერის” მორიგი საჩემპიონო ნაბიჯი

ინგლისის ჩემპიონატის 31-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს ექვსი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “ლესტერი” გასვლაზე “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა.

“შელჰარსტ პარკზე” გამართული შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და მატჩის ბედი 34-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა – შეტევის მარცხენა ფლანგზე ჯეიმი ვარდიმ იაქტიურა და რიად მაჰრეზი მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა და როგორც შემდგომ გაირკვა, სამი ქულაც მოუპოვა თავის გუნდს – 0:1.

ლონდონის “არსენალი” “გუდისონ პარკზე” “ევერტონს” ეწვია, ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. შეხვედრის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყდა: ანგარიში მე-7 წუთზე დენი უელბეკმა გახსნა, ხოლო ტაიმის მიწურულს ივობიმ საბოლოო ანგარიში ასახა ტაბლოზე – 0:2.

ლონდონური დერბი შედგა “სტემფორდ ბრიჯზე”, სადაც “ჩელსიმ” “ვესტ ჰემი” მიიღო და მარცხს 89-ე წუთზე პენალტით გადაურჩა. “ჩაქუჩები” ორჯერ იგებდნენ, მაგრამ სესკ ფაბრეგასმა დუბლი გაიფორმა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ “ვესტ ჰემს” ძვირფასი ქულები დააკარგვინა – 2:2.

“სტოკმა” გასვლაზე “უოტფორდი” დაამარცხა და მე-7 ადგილამდე აღზევდა. “ნორვიჩმა” საშინელი სერია შეწყვიტა, გასვლაზე ბრედის გოლით “ვესტ ბრომვიჩი” დაამარცხა და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა, ხოლო “სუონსიმ” მაჩანჩალა “ასტონ ვილას” მოუგო შინ და ქვედა სამეულს 11 ქულით გაუსწრო.

ევერტონი – არსენალი 0:2 (0:2)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): რობლესი, მორი, იაგიელკა, კოულმენი, ბეინსი, ბეშიჩი (სტოუნზი 46), მაკკარტი, ბარკლი (დეულოფეუ 73), კლევერლი, ლენონი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, კოშელნი, პაულისტა, ბელერინი, მონრეალი, კოკლენი, ელნენი, ოზილი (გიბსი 74), ივობი (ჩემბერსი 86), სანჩესი, უელბეკი (ჟირუ 75).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 უელბეკი (7), 0:2 ივობი (42)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ჩელსი – ვესტ ჰემი 2:2 (1:1)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, კეჰილი, ტერი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, ფაბრეგასი, მიკელი, ოსკარი (ლოფტუს-ჩიკი 84), კენედი (პედრო 46), ვილიანი, რემი (ბ.ტრაორე 62).
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, ოგბონა, რიდი, ანტონიო, კრესველი, ნობლი, კუაიტე, ლანცინი (ობიანგი 82), პაიე, ვალენსია (ემენიკე 75), სახო (კეროლი 60).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 0:1 ლანცინი (17), 1:1;2:2 ფაბრეგასი (45+3;89 პენ.), 1:2 კეროლი (61)
გაფრთხილებები: ფაბრეგასი, ვილიანი – რიდი, ოგბონა, კუაიტე, ანტონიო, ადრიანი
მსაჯი: რობერტ მედლი

ვესტ ბრომვიჩი – ნორვიჩი 0:1 (0:1)

ნორვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ჯ.ოლსონი (მაკკლინი 60), დოუსონი, მაკოლი, ევანსი, დ.ფლეტჩერი, იაკობი, გარდნერი (პრიტჩარდი 73), ბერაჰინო, სესენიონი (ლამბერტი 86), რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

ნორვიჩი (4-4-2): რადი, ბასონგი, კლოზე, მარტინი, მ.ოლსონი, ჰაუსონი, ო’ნილი, იარვისი (პინტო 95), ბრედი (ოჯიჯა-ოფოე 77), ბემფორდი (ნეისმიტი 72), მბოკანი.
მწვრთნელი: ალექს ნილი

გოლი: ბრედი (50)
გაფრთხილებები: მაკოლი – ოჯიჯა-ოფოე, ჰაუსონი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

უოტფორდი – სტოკი 1:2 (0:1)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-4-2): გომეში, კეტკარტი, ბრიტოსი, ნიომი, აკე (ანია 76), ბეჰრამი (გედიურა 55), მ.სუარესი, ხურადო (ამრაბატი 55), კაპუ, დინი, იგალო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, ვოლშაიდი, კამერონი, მუნიესა, ბერდსლი, ველანი, იმბულა, არნაუტოვიჩი (აირლანდი 84), აფელაი (დიუფი 84), უოლტერსი, ხოსელუ.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 0:1 უოლტერსი (18), 0:2 ხოსელუ (51), 1:2 დინი (86)
გაფრთხილებები: კაპუ, ნიომი, გედიურა – უოლტერსი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი

სუონსი – ასტონ ვილა 1:0 (0:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, კინგსლი (რუტლიჯი 86), რანხელი, კი (ბრიტონი 46), კორკი, ბაროუ (ნოუტონი 78), სიგურდსონი, ფერი, გომისი.
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი

ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი, კლარკი, ლესკოტი, ჰატონი, სისოხო, გაიე, ვესტვუდი, ხილი (აგბონლაჰორი 74), ვერეტუტი (გრინი 61), ჯ.აიუ, ჟესტედი.
მწვრთნელი: რემი გარდი

გოლი: ფერნანდესი (53)
გაფრთხილებები: სიგურდსონი, რუტლიჯი, ბრიტონი – სისოხო, ლესკოტი
მსაჯი: მაიკლ დინი

კრისტალ პალასი – ლესტერი 0:1 (0:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-4-2): ჰენესი, დანი, დელანი, იარდი, სუარე (კელი 46), იედინაკი, კაბაიე, ზაჰა, ლედლი (გაილი 79), ბოლასი, ადებაიორი (საკო 46).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, სიმპსონი, კანტე, დრინკვოთერი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი (შლუპი 86), ოკაზაკი (ულოა 76), ვარდი (ამარტი 91).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლი: მაჰრეზი (34)
გაფრთხილებები: სუარე – შმეიხელი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

0.203379