იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “სკუადრა აძურაში” ესპანეთთან და გერმანიასთან ამხანაგური მატჩებისთვის 28 ფეხბურთელს უხმო.
იტალიის მთავარ ნაკრებში დებიუტი ექნებათ ფლორენციის “ფიორენტინას” შემტევ ფედერიკო ბერნარდესკისა და “ნაპოლის” ნახევარმცველ ჟორჟინიოს, რომელიც ბრაზილიელია, თუმცა იტალიის მოქალაქეობა აქვს. კონტემ მის გარდა, კიდევ ერთი ბრაზილიელი მიიწვა: “პარი სენ ჟერმენის” საყრდენი ტიაგო მოტა, რომელიც ბოლოს იტალიის ნაკრებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე იყო.
ამასთან, ტრავმების გამო “სკუადრა აძურას” ტურინის “იუვენტუსი” ორი მოთამაშე ჯორჯო კიელინი და კლაუდიო მარკიზიო დააკლდება, ხოლო ძველ გვარდიელები, ანდრეა პირლო და დანიელე დე როსი თავისი ნებით არ გამოძახა. ამ უკანასკნელს ბოლო პერიოდში ტრავმა ჰქონდა, მაგრამ სერია A-ს ბოლო ტურში დანიელემ ითამაშა.
კონტეს რჩეულთა სია შემდეგნაირია:
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), მატია პერინი (“ჯენოა”), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი)
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (“სასუოლო”), ლუკა ანტონელი (“მილანი”), დავიდე ასტორი (“ფიორენტინა”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), მატოე დარმიანი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ლორენცო დე სილვესტრი (“სამპდორია”), ანდრეა რანოკია (“სამპდორია”)
ნახევარმცველები: ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), ემანუელე ჯაკერინი (“ბოლონია”), ჟორჟინიო (“ნაპოლი”), რიკარდო მონტოლივო (“მილანი”), ტიაგო მოტა (პსჟ, საფრანგეთი), მარკო პაროლო (“ლაციო”), რობერტო სოარიანო (“სამპდორია”), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”), ჯაკომო ბონავენტურა (“მილანი”), ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), ედერი (“ინტერი”), სტეფან ელ შაარავი (“რომა”), ჩირო იმობილე (“ტორინო”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”), გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”), სიმონე ძაძა (“იუვენტუსი”)
იტალია 24 მარტს, ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს უდინეში, “სტადიო ფრიულიზე” უმასპინძლებს, ხოლო ხუთი დღის შემდგომ მიუნხენში, “ალიანს არენაზე” მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიას გაეჯიბრება.