ფეხბურთი

15:19 | 19.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 19-წლამდელები ესპანეთში გაემგზავრნენ

საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები დღეს დილით ესპანეთში გაემგზავრა. 24-29 მარტს გიორგი ყიფიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ელიტ-რაუნდში ითამაშებს, იქამდე კი 5-დღიან მზადებას სწორედ ტურნირის მასპინძელ ქალაქში გაივლის. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ელიტ-რაუნდში ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი იქნებიან.

ქართველთა სათამაშო განრიგი კი ასეთია: 24 მარტი: ინგლისი - საქართველო 26 მარტი: ესპანეთი - საქართველო 29 მარტი: საქართველო - საბერძნეთი.

გიორგი ყიფიანმა სევილიაში შემდეგი 18 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები - ოთო გოშაძე (საბურთალო), გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო);

მცველები - ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ირაკლი კომახიძე (შუქურა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ახალაძე (სამტრედია);

ნახევარმცველები - დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), შერმადინ ართმელაძე (ლოკომოტივი), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები - გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (დინამო), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).

სფფ-ს პრესსამსახური

0.126766