ფეხბურთი

23:26 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვილმოტსმა შემადგენლობა დაასახელა

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა უახლოესი ამხანაგური მატჩისთვის 23 მოთამაშეს უხმო.

გამოძახებულთა შორის ერთი დებიუტანტია – “ბრიუგეს” 21 წლის მცველი ბიორნ ენგელსი, ხოლო ტრავმების გამო “წითელ ეშმაკებს” იან ვერტონგენი, ვინსენტ კომპანი, ზაქარია ბაკალი, კევინ დე ბრუინი და ედენ აზარი დააკლდებიან.

ვილმოტსის რჩეულთა სია ასეთია:

მეკარეები: ტიბო კურტუა (“ჩელსი”), სიმონ მინოლე (“ლივერპული”), ჟან-ფრანსუა ჟილე (“მეხელენი”);
მცველები: ტობი ალდერვეირელდი (“ტოტენჰემი”), ჟესონ დენაიერი (“გალათასარაი”), ნიკოლას ლომბერტსი (“ზენიტი”), ტომას ვერმაელენი (“ბარსელონა”), დედრიკ ბოიატა (“სელტიკი”), ჯორდან ლუკაკუ (“ოსტენდე”), ბიორნ ენგელსი (“ბრიუგე”), გუილამე ჟილე (“ნანტი”);
ნახევარმცველები: აქსელ ვიტსელი (“ზენიტი”), იენიკ ფერეირა კარასკო (“ატლეტიკო”), მუსა დემბელე, ნასერ ჩადლი (ორივე “ტოტენჰემი”), რაჯა ნაინგოლანი (“რომა”), მარუან ფელაინი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), დრის მერტენსი (“ნაპოლი”), ტორგენ აზარი (“გლადბახი”);
თავდამსხმელები: რომელუ ლუკაკუ (“ევერტონი”), მიჩი ბაჩუაი (“მარსელი”), კრისტიან ბენტეკე, დივოკ ორიჯი (ორივე “ლივერპული”).

ბელგიის ნაკრები 29 მარტს ბრიუსელში პორტუგალიას უმასპინძლებს.

0.117249