ფეხბურთი

21:59 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო ევროპა ლიგაზე აღიარეს

"ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ბრაზილიელმა მხარდამჭერთა ხმების 51% მიიღო, მეორე ადგილზე კი პიერ-ემერიკ ობამეიანგი (36%) გავიდა. კოუტინიომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფრედ (1:1) დამთავრებულ მატჩში ანგარიში 45-ე წუთზე გაათანაბრა. სულ კი სამხრეთმაერიკელმა დავიდ დე ხეას კარის აღება 4-ჯერ სცადა.

მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.115819