ფეხბურთი

21:36 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის სიმბოლური

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი პრაღის "სპარტას" ჰყავს. ჩეხების მხრიდან დავიდ ბიჩიკი, კოშტა, ლადისლავ კრეიჩი გამოარჩიეს.

სიმბოლურში ორ-ორი წარმომადგენელი "დორტმუნდს" და "სევილიას" ჰყავს, თითო-თითო კი - "ბრაგას", "ბილბაოს", "ლევერკუზენს" და "ლივერპულს".

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: დავიდ ბიჩიკი ("სპარტა")

მცველები: კოშტა ("სპარტა"), კირიაკოს პაპადოპულოსი ("ლევერკუზენი"), ადილ რამი ("სევილია"),

ნახევარმცველები: ლადისლავ კრეიჩი ("სპარტა"), ფილიპე კოუტინიო ("ლივერპული"), ჰენრიხ მხითარიანი ("დორტმუნდი"), ხოსე ანტონიო რეიესი ("სევილია")

თავდამსხმელები: რაფა სილვა ("ბრაგა"), არიც ადურისი ("ბილბაო"), პიერ-ემერიკ ობამეიანგი ("დორტმუნდი")

0.072427