ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მარტის თვეში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გაფართოებული 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ვისენტეს გადაწყვეტილებით, "ფურია როხას" მომავალ შეხვედრებში დიეგო კოშტა და ანდრეს ინიესტა ვერ დაეხმარებიან. ამავდროულად დელ ბოსკემ ნაკრებში იხმო "ბილბაოს" 35 წლის თავდამსხმელი არიც ადურისი.
ესპანელები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპისთვის პირველ ამხანაგურ მატჩს 24 მარტს, უდინეში იტალიასთან გამართავს, ხოლო სამ დღეში ასევე სტუმრად რუმინეთს გაეჯიბრება.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დელ ბოსკეს რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: იკერ კასილიასი ("პორტუ", პორტუგალია), დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), სერხიო რიკო ("სევილია")
მცველები: ხორდი ალბა, ჟერარ პიკე, მარკ ბარტრა (სამივე "ბარსელონა"), სერხიო რამოსი, ნაჩო (ორივე "რეალი"), სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი"), ხუანფრანი ("ატლეტიკო"), მარიო გასპარი ("ვილიარეალი")
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო (ორივე "ბარსელონა"), დავიდ სილვა ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), მიკელ სან ხოსე ("ბილბაო"), კოკე ("ატელტიკო"), სესკ ფაბრეგასი ("ჩელსი"), ტიაგო ალკანტარა ("ბაიერნი", გერმანია), ისკო ("რეალი"), ხუან მატა ("მანჩესტერ იუნაიტედი")
თავდამსხმელები: პედრო ("ჩელსი"), ალვარო მორატა ("იუვენტუსი"), არიც ადურისი ("ბილბაო"), პაკო ალკასერი ("ვალენსია"), ნოლიტო ("სელტა")