უეფას ჩემპიონთა ლიგაზე წილი ნაყარია და შესაბამისად, ცნობლია მეოთხედფინალური წყვილები. ახლო წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის ჯანლუკა ძამბროტას ხელმა საკმაოდ საინტერესოდ დააწყვილა გუნდები, თუმცა ყველაზე დიდ ყურადღებას ესპანური დერბი, “ბარსელონა” – “ატლეტიკო” იქცევს.
დანარჩენი წყვილები კი შემდეგნაირია:
“ვოლფსბურგი” (გერმანია) – “რეალი” (ესპანეთი)
“ბაიერნი” (გერმანია) – “ბენფიკა” (პორტუგალია)
“ბარსელონა” (ესპანეთი) – “ატლეტიკო” (ესპანეთი)
“პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი) – “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი)
მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 5 და 6 აპრილს, ხოლო საპასუხო შეხვედრები ერთი კვირის თავზე, 12/13 აპრილს გაიმართება. რაც შეეხება ფინალს, მას 28 მაისს, იტალიის ქალაქი მილანი უმასპინძლებს.