რაპიდების კვალდაკვალ, ქართველი მოჭადრაკე ქალები ერთმანეთს ელვისებურ ჭადრაკშიც შეეჯიბრნენ. ბლიცებში თავი მერი არაბიძემ გამოიჩინა.
ქუთაისელმა დიდოსტატმა 9-დან 7.5 ქულა მოაგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორეადგილოსან სოფიკო ხუხაშვილს. მესამე პოზიციაზე 6.5 ქულით ინგა ჭარხალაშვილი გავიდა.
რაპიდების მსგავსად, ბლიცებშც დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი – 500 ლარი. ის ასე განაწილდა: I ადგილი – 250 ლარი, II ადგილი – 150 ლარი, III ადგილი – 100 ლარი.