ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში პრაღის “სპარტამ” რომის “ლაციოს” მისსავე მოედანზე 3:0 მოუგო (+VIDEO) და მომდევნო ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს, ჩეხეთის საუკეთესო გუნდისთვის იტალიაში პირველი მოგებაა.
აქამდე “სპარტას” აპენინზე თამაში 13-ჯერ მოუწია და მათგან მხოლოდ სამ მატჩში მიაღწია ფრეს, ხოლო დანარჩენი 10 თამაში წააგო. თუმცა, ოდესღაც ყველაფერს დასასრული აქვს და “სპარტამ” უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია.
გამოსარჩევია, რომ პრაღელებისა და “ლაციალეს” გზები აქამდეც გადაკვეთილა. კერძოდ, ორჯერ, 2000-2001 და 2003-2004 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ისიც სათქმელია, რომ მეორე შემთხვევაში ჯგუფური ბარიერი “სპარტამ” დაძლია, “ლაციომ” – ვერ.