“ინდიან-უელსის” 1/4-ფინალში სერენა უილიამსმა სიმონა ჰალეპი 6:4, 6:3 დაამარცხა. მატჩი საათსა და 10 წუთში დასრულდა. უილიამსმა 7 ეისი ჩააწოდა, ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და 9 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა.
სერენა ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერს, პოლონელ აგნეშკა რადვანსკას შეხვდება, რომელმაც თავის მხირვ მეოთხედფინალში პეტრა კვიტოვას 6:2, 7:6 აჯობა. ურთიერთშეხვედრებში უილიამსი რადვანკას 8:1 ამარცხებს.