კალათბურთი

19:19 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარი 3-ქულიანებში ოცდამეოთხეა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო “სნაიპერებს” შორის სტეფ კარიმ მაიკ ბიბის გადაასწრო და 24-ე ადგილზე გადაინაცვლა. კარიმ “ნიუ იორკთან” (121:85) მოგებულ შეხვედრაში 8 სამქულიანი ჩააგდო და სულ კარიერაში - 1521 დაუგროვდა, ხოლო ბიბის 1517 სამქულიანი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მსროლელი რეი ალენია, რომელსაც 2973 სამქულიანი აქვს ჩაგდებული.

0.118105