ფეხბურთი

18:32 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: ბოსნიამ იტალიას მოუგო

თბილისში მიმდინარე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ რაუნდის მეორე ტურში ბოსნიამ 1:0 სძლია იტალიას და 6 ქულით დაწინაურდა ჯგუფში. ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე ჰაჯიჩმა გაიტანა.

ამ შედეგმა ჯგუფში სიტუაცია არია. ახლა საქართველოსაც კი თეორიული შანსი გაუჩნდა მეორე ადგილზე გასვლისა: იმ შემთხვევაში, თუ იტალიას მოუგებს და ბოსნიაც რუსეთს დაამარცხებს. ოღონდ, ქართველებმა სულ მცირე სამი ბურთის სხვაობით უნდა აჯობონ აპენინელებს.

საქმე ისაა, რომ რა შედეგებიც ვახსენეთ, ასე თუ მორჩება ბოლო ტური, საქართველოს, რუსეთსა და იტალიას 3-3 ქულა დაუგროვდებათ და ამ სამი გუნდის ურთიერთშეხვედრებში გაირკვევა საუკეთესო. ქულები ყველას ერთნაირი ექნება, ბურთების შეფარდებაზე მიდგება საქმე და იტალია საკმაოდ წინაა: 4:0 აქვს მოგებული რუსეთთან.

მოკლედ, ამას თეორიული შანსიც კი არ ჰქვია. სასწაული უნდა მოხდეს.

1 ბოსნია 2 2 0 0 3-1 6
2 იტალია 2 1 0 1 4-1 3
3 რუსეთი 2 1 0 1 1-4 3
4 საქართველო 2 0 0 2 1-3 0
0.134383